4-5 ივლისს ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები". კონფერენციის გახსნისას უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა შალვა კირთაძემ გამოაცხდა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ვლადიმერ (ლადო) პაპავას მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. ვულოცავთ ბატონ ლადოს სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის კიდევ ერთ მორიგ აღიარებას, ვუსურვებთ მას ახალ წარმატებებს.